საქართველო უარყოფს კავშირს პანკისის ხეობასა და ლონდონში ნაპოვნ მომწამლავ ნივთიერებას შორის

(თბილისი, 13 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ და დაზვერვის დეპარტამენტმა უარყვეს ინფორმაცია ლონდონში აღმოჩენილ მომწამლავ ნივთიერებასა და პანკისის ხეობას შორის.

ბრიტანულმა გაზეთმა “სანდი თაიმსმა” 12 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომწამლავი ნივთიერება რიცინი, რომელიც პოლიციამ ჩრდილოეთ ლონდონის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინა, პანკისის ხეობაში იყო წარმოებული.

“ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მიგვირია ჩვენი ბრიტანელი კოლეგებისგან, რომელიც ამ ვარაუდების არსებობას დაადასტურებდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)