უშიშროება არ გამორიცხავს, რომ პანკისში შესაძლოა რიცინის დამზადებას სწავლობდნენ

(თბილისი, 15 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “არ გამოვრიცხავთ, რომ პანკისში შესაძლოა მეომრებს ასწავლიდნენ მომწამლავი ნივთიერება რიცინის დამზადებას”, – განუცხადა 14 იანვარს ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილმა ასეთი კომენტარი გაუკეთა დასავლეთის პრესაში გაჩენილ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ბრიტანული პოლიციის მიერ ლონდონის ერთ-ერთ ბინასი აღმოჩენილი ნივთიერება რიცინი პანკისშია დამზადებული.

ლალიაშვილის თქმით, 2002 წლამდე პანკისის ხეობაში მეომრების სასწავლო ბაზები არსებობდა.

13 იანვარს საქართველოს დაზვრევის დეპარტამენსტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა უარყო სავარაუდო კავშირი ლონდონში ნაპოვნ ნივთიერებასა და პანკისის ხეობას შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)