მოსახლეობის აღწერა აფხაზეთში

(თბილისი, 15 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოხუმის ხელისუფლება აფხაზეთში 14-20 იანვარს მოსახლეობის აღწერას ატარებს.

1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად აფხაზეთში 500 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. 1992-93 წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფხაზეთი 300 ათასამდე ქართველმა დატოვა და დევნილად იქცა.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთის მოსახლეობის 60%-მა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს სეპარატისტულმა რეჟიმმა, მაინც ყველაფერი არალეგიტიმურია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)