საპარლამენტო კომიტეტები ბიუჯეტს განიხილავენ
(თბილისი, 16 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტები 2003 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვას შეუდგნენ.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი და მთავრობამ განმეორებით შეიტანა პროექტი პარლამენტში.
ოპოზიცია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას მოითხოვს, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა.
პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციებმა იანვრის დასაწყისში უმრავლესობა შექმნეს ბიუჯეტის დამტკიცების გარანტირებისთვის. ოპოზიციური ფრაქციები კვლავ უარს აცხადებენ ბიუჯეტის მხარდაჭერაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)