აფხაზეთში ორი დაკავებული ქართველი გაანთავისუფლეს
(თბილისი, 20 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზურმა მხარემ დღეს გაათავისუფლა ორი ქართველი იმ ოთხიდან, რომლებიც 25 დეკემბერს აფხაზურმა დაჯგუფებებმა გალის რაიონში დააკავეს.
სოხუმის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაკავებულებს ქართულ-აფხაზური საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
ქართული მხარე, ისევე როგორც გაეროს დამკვირვებელთა მისია ყველა დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)