შევარდნაძემ რუს მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

(თბილისი, 21 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამჟამად გამართლებული არ იქნებოდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა. ამის შესახებ მან 20 იანვრის რადიოინტერვიუში განაცხადა.

ერთი კვირის წინ შევარდნაძე იმუქრებოდა, რომ არ გაუგრძელებს რუს მშვიდობისმყოფელებს მანდატს, თუ რუსეთი არ შეწყვეტს აფხაზეთთან ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ახლახანს განახლებულ სარკინიგზო მიმოსვლას.

ოპოზიციამ შევარდნაძე გააკრიტიკა რუსეთის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო. 20 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ნაციონალების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ მთავრობას მოთხოვეს ოფიციალური განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქმედებეი აფხაზეთის მიმართ ანექსიას ნიშნავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)