ცხინვალი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას ახდენს

(თბილისი, 31 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბოლო ორი დღეა ცხინვალის რაიონში მძიმე ტექნიკის შეყვანა და პოლიციის იარაღით აღჭურვა დაიწყო.

ამას ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში ვახტანგ რჩეულიშვილი. “სივილ ჯორჯიასთან” დღეს საუბრისას რჩეულიშვილმა გამაცხადა, რომ ეს მობილიზება დაიწყო რუსეთის ფესერაციის დუმის დეპუტატის ანატოლი ჩეხოვის განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის დაწყებას ეხებოდა.

რჩეულიშვილის ინფორმაციით, ცხინვალში მძიმე ტექნიკის შეყვანა და იარაღით მომარაგება რუსეთიდან მოხდა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

რჩეულიშვილი ამ დღეებში აპირებს ცხინვალში გამგზავრებას და სიტუაციის დარეგულირებას შეეცდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)