ხაზარაძე ბერეზოვსკის მიერ “ბორჯომის” აქციების ყიდვას უარყოფს

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების” კომპანიის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ უარყო “ფაინენშალ თაიმსის” ცნობა იმის თაობაზე, რომ თითქოს ბორის ბერეზოვსკიმ კომპანიის აქციათა 50% შეიძინა.

ხაზარაძის განცხადებით ამ სახის ცნობები რუსეთში კომპანიის ბიზნესისთბის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. 

“საქართველოს მინისა და მინერალური წყლების” კომპანიის პრეზიდენტის განცხდებით კომპანიის წინააღმდეგ ამგვარი ნაბიჯები “სრულიად მოსალოდნელი იყო,” რადგან კომპანიას “მძლავრი საერთაშორისო ძალები” დაუპირისპირდნენ.

მამუკა ხაზარაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო “ბრიტიშ პეტროლიუმის” გეგმისა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გავლას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)