შევარდნაძე ამერიკელ დიპლომატს ხვდება
(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სტეფან რეიდმეიკერი დღეს საქართველოს პრეზიდნეტ შევარდნაძეს ხვდება. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით შეხვედრისას არ არის გამორიცხული განიხილონ აშშ-ის მიერ საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობა ერაყის წინააღმდეგ ომისას. დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი აშშ-ს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით. დღესვე რეიდმეიკერმა განაცხადა რომ აშშ ხელისუფლება საქართველოს მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თემასთან დაკავშირებით იხილეთ: This post is also available in:
English (ინგლისური) Русский (რუსული)
საქართველოს შესაძლო როლი ერაყის კამპანიაში