გადაიდო თურქეთის საქარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – გადაიდო თბილისში თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის იაშირ იაქიშის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 11-13 თებერვალს უნდა შემდგარიყო.

როგორც “სივილ ჯორჯიას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აცნობა, სამინისტრომ თურქეთიდან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი ერაყთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო ვითარებაა.

10 თებერვალს ნატოს საგანგებო სხდომაზე საფრანგეთმა და ბელგიამ ვეტო დაადეს აშშ-ის განაცხადს ნატო-ს მიერ თრუქეთში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)