ზესტაფონში 12 წლის ბიჭი გაიტაცეს

(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ზესტაფონში 12 თებერვალს 12 წლის ბიჭი გიორგი საბანიძე გაიტაცეს.

ინფორმაცია გატაცების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 13 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ მძევლის გათავისუფლებაში.

ბურჯანაძემ სხდომაზე დამსწრე შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს მოუწოდა, რომ მიიღოს აუცილებელი ზომები გატაცებულის გასათავისუფლებლად.

ბურჯანაძის თქმით, გამტაცებლები უკვე რამდენჯერმე ცდილობდნენ საბანიძეების ოჯახისთვის ფულის გამიძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის რომელიმე წევრის გატაცებით იმუქრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)