თბილისში მოკლეს აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელი

(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 თებერვალს მოკლეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი კობა ჯანგიძე.

მისი ჩაცხრილული გვამი მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს.

სამართალდამცავები თავს იკავებენ კომენტარებისგან მომხდართან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)