დეპუტატები საარჩევნო სიების დაზუსტებას მოითხოვენ

(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დეპუტატთა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მუშაობს და რომელშიც ყველა ფრაქციის წარმომადგენლები შედიან, 24 თებერვლის შეხვედრაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების საკითხი განიხილა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის თავმჯდომარეობით კომისიამ შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე იმუშავებენ შსს და იუსტიციის სამინისტრო.

გასული წლის ივნისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს ათეულობით ათასი ამომრჩეველი სიებში არ იყო შეტანილი.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას მოითხოვენ აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)