სსფ-ის მისია მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღმდეგია

(თბილისი, 4 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელმაც საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, დაასკვნა, რომ საქართველოში “ფისკალური პრობლემები გამწვავდა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილებით და ასევე არსებითად გაუარესდება ნებისმიერი გადაწყვეტილებით, რათა გატარდეს თვიური მინიმალური ხელფასის შემოთავაზებული ზრდა 115 ლარამდე, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა 1 მარტს”, – ნათქვამია სსფ-ის თბილისის ოფისის პრესრელიზში.

28 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ წარდგენილი კანონპროექტი “მინიმალური ხელფასების (20 ლარი) საარსებო მინიმუმთან (115 ლარი) გათანაბრების თაობაზე”.

3 მარტს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამჟამად ასეთი გაზრდა შეუძლებელია, და პარლამენტს მინიმალური ხელფასების თანდათანობით გაზრდა შესთავაზა, თავიდან 35 ლარამდე, და შემდეგ 2004 წელს – 60 ლარამდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)