რუსი და ქართველი სამხედრო ექსპერტების შეხვედრა
(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველო და რუსი სამხედრო ექსპერტების შეხვედრა შედგა, სადაც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ ჟურნალისტებს აცნობა, მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა, მოლაპარაკებებში მონაწილე ექსპერტები უფლებამოსილნი არ არიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ.
ქართული მხარე მოითხოვს, რომ ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული ჯარები 3 წლის ვადაში გაიყვანონ, იმ დროს, როცა რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ საამისოდ მას 11 წელი ესაჭიროება.
ქართულ-რუსული სამხედრო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი კვლავ თბილისში აპრილის თვეში შედგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)