ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაცია საქართველოში

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 11-15 მარტს საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის წარმომადგენლები სტუმრობენ.

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო კანცელარიაში და პარლამენტიში. ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებების დაცვის ოფისის დელეგაცია ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

2000 წელს ოფისის დირექტორმა ალვარო ხილ-რობლესმა, როდესაც იგი თავად იმყოფებოდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციათა პაკეთი მოამზადა.

2002 წლის დეკემბერში ხილ-რობლესმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას რათა მიეწოდებინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისისთვის ინფორმაცია თუ რა გაკეთდა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, “თუმცა დღემდე საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ გამოუგზავნია,” ნათქვამია ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)