ჰააგის საერთაშორისო სასამართლო მზად არის საქართველოს მიერ წარდგენილი მასალები განიხილოს
(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სამდივნომ მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს განსახილველად აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის დამადასტურებელი მასალები. ამჟამად ჰააგაში იმყოფება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ სასამართლოს საქმიანობის პროცედურალ საკითხებს. “თუმცა სასამართლოს მიერ საკითხის განხილვას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიერთებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის ხელშეკრულებას. ამიტომ მე ვთხოვ პარლამენტს და საგარეო საქმეთა სამინსტროს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება,” განაცხადა თამაზ ნადარეიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)