ირანი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს კავკასიის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად

(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ რუსეთს თანამშრომლობა შესთავაზა ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებაში.

რუსულ საინორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან შეხვედრაზე განხილული იქნა კავკასიის რეგიონში სტაბილურობის დამყარების საკითხები, განსაკუთრებითY ჩეჩნეთში, მთიან ყარაბაღში და აფხაზეთში.

“რეგიონის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობა. ჩვენ უნდა შევეცადოთ დავამყაროთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში”, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)