საქართველო მზად არის აშშ-ს სამხედრო ბაზები გამოუყოს
(თბილისი, 19 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს ჟურნალისტებს განიცხადა, რომ “საქართველო მზად არის გამოუყოს აშშ-ს სამხედრო აეროდრომები ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს”.
ქართულ საინფორმაციო საშუალებებში მუსირებდა აზრი იმის თაობაზე, რომ საბრძოლო მოქმედებებში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში გაწვრთნილმა ქვედანაყოფებმა.
“ომი რამდენიმე საათში დაიწყება, და ამ დროში ვინ მოასწრებს ჩვენს დაძახებას?”, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ცნობებს დავით თევზაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)