მძევლობიდან გაათავისუფლებულია ზაზა ჯიქია

(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა საიმისტროს ოპერატიული ჯგუფის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედაგად განთავისუფლებულია სამეგრელო-ზემოს ვანეთის რწმუნებულის ბონდო ჯიქიას ვაჟი ზაზა ჯიქია.

თბილისის სხვადასხვა რაიონებში დაპატიმრებულია გამტაცებელთა 6 კაციანი ჯგუფი.

ზაზა ჯიქია გამტაცებლებს თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჰყავდათ დატყვევებული 5 დღის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის დაკავებულთა ვინაობა და გატაცების ზუსტი მიზეზი.

“პირველადი ინფორმაციით, გატაცების მიზეზი კვლავ ფულის გამოძალვა რჩება, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს”, – განაცხადა ‘სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა.

ზაზა ჯიქიაა 15 მარტს თბილისში, ღამის 11 საათზე გაიტაცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)