რუსეთის შეშფოთების მიუხედავად საქართველო აშშ-ის მხარდაჭერას განაგრძობს
(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა 25 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად საქართველო არ შეიცვლის თავის პოზიციას აშშ-ის მიერ ერაყში წარმოებული საომარი კამპანიის მიმართ.
“საქართველო მოკავშირეების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს”, – განაცხადა მენაღარიშვილმა.
25 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ ანტიერაყული კოალიციის ჯარებს ქართული საჰაერო სივრცის გამოყენების ნება დართო.
22 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პროტესტის განცხადებით მიმართა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის “უ-2”-ის რამდენჯერმე გამოჩენის გამო, რომელმაც რუსეთის საჰაერო სივრციდან 20-30 კილომეტრის დაშორებით შეასრულა ფრენები.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
‘ამერიკის თვალი’ ქართულ ცაში
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)