“კმარას” აქტივისტები გაათავისუფლეს

(თბილისი, 13 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციის მიერ დაკავებული მოძრაობა “კმარას” 8 აქტივისტი იმავე დღეს, 12 ივნისს 22 საათისთვის გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან, სადაც ისინი 7 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

გათავისუფლებული ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და ამის საფუძველი პოლიციას არ გააჩნდა, რადგან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და კონსტიტუციის ფარგლებში მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა.

“კმარას” აქტივისტები 12 ივნისს 15 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო ბრძანების საფუძველზე მას შემდეგ, რაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს სამინისტროს ეზოში და “კმარას” წარწერებს აკეთებდნენ შენობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)