პოლიციამ ტაქსში რადიაციული და მომწამლავი ნივთიერებები აღმოაჩინა
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 16 ივნისს თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის შედეგად ერთ-ერთი ტაქსის საბარგულში დიდი რაოდენობის რადიაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137, სტრონციუმი და შუშის ჭურჭელში მომწამვლელი ნივთიერება ჰიბრიტი აღმოჩნდა.
პოლიციიამ დააკავა მანქანის პატრონი თამაზ წუწუნაშვილი და თედო მოქერია, რომელსაც უშუალოდ ეკუთვნოდა ტვირთი. მისი განცხადებით, ტვირთი ქობულეთში სიმამრის დავალებით უნდა ჩაეტანა.
“მანქანის საბარგულში აღმოჩენილ ჩანთებს გარედან ინგლისურად და რუსულად ეწერა რადიაციული ნივთიერება. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, სად მოხდა ნივთიერების შეძენა და რა მიზნით”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა.
დაკავებული პიროვნებები თავდებში გაათავისუფლეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)