დაიწყო ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია

(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთობლივი ძალებით პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალ რეგისტრაციას შეუდგნენ. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ აცნობა.

მისი თქმით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ადმინიტრაცია. ამ დროისათვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 150-მა ჩეჩენმა ლტოლვილმა.

სავარაუდოდ რეგისტრაცია 10 დღეში დასრულდება. ჩეჩენი ლტოლვილების წინა რეგისტრაცია გასული წლის აპრილის თვეში ჩატარდა, რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე 4200 ჩეჩენი ლტოლვილი დაფიქსირდა, მათ შორის პანკისის ხეობაში – 3800-მდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)