სამხედრო წვრთნები ერევანში ნატო-ს პროგრამის ფარგლებში

(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის დედაქალაქ ერევანში ნატოს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ბესთ ეფორტ 2003” დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნებში ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის 9 კურსანტი და ერთი ოფიცერი.

ასეთი წვრთნები სომხეთში პირველად ტარდება და მასში 19 ქვეყნიდან 400-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ასეთ წვრთნებში პირველად მონაწილეობს რუსეთიც.

წვრთნებს უხელმძღვანელებენ გენერალ ლეიტენანტი ანტონის კინტანა, ნატო-ს სამხრეთის მიმართულების ხელმძრვანელობიდან პოლკოვნიკი აჰმედ ქაბაქი და სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან გენერალი მურად ისახანიანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)