პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგა

(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლიელების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პროექტი ლეიბორისტული პარტიის მიერ არის წარდგენილი და მინისტრთა კაბინეტის და ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას ითვალისწიბს.

პროექტი უკვე განიხილა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა. დღევანდელ სხდომაზე პროექტი ჯგუფის წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ წარმოადგინა. სხდომას პროექტის განხილვის დროს მხოლოდ 54 დეპუტატი ესწრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)