პარლამენტი აფხაზეთის საკითხს განიხილავს
(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას განიხილავს.
საკითხის დილით განხილვა გადაიდო, რადგანაც მთავრობის წევრები ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებიან.
პარლამენტი 2003 წლის იანვრიდან მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმის წარდგენას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)