რუსი კაზაკები აფხაზეთში საბრძოლო მზადყოფნაში არიან

(თბილისი, 26 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები რუსი კაზაკები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.

რუსი კაზაკების მეთაურმა ოლეგ პეტროვმა განაცხადა 24 ივნისს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ “აფხაზეთის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების შესაძლო გამოყენების თაობაზე”.

პეტროვის ბრძანებით, კაზაკები 1 ივლისიდან საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)