რუსი სამშვიდობოების თქმით ცხინვალში სტაბილური სიტუაციაა
(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურმა გენერალ-მაიორმა სვიატოსლავ ნადზოროვმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ცხილვალში სიტუაცია სტაბილურია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, თავდაცვის და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელები 1 ივლისს დააპატიმრეს, უშიშრობის მინისტრი კი გაქცეულია. პრეზიდენტმა თანამდებობებიდან მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებიც გაათავისუფლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი დაპატიმრების დროს დაიჭრა. თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსი სამშვიდობოების ამ ფაქტს მეთაური უარყოფენ.
This post is also available in: English (ინგლისური)