შემოსავლების ნაკლებობამ საბაჟო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები გამოიწვია

(თბილისი, 3 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა 2 ივლისს ექვსივე რეგიონალური საბაჟო განყოფილების უფროსი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო.

საქართველოს ხაზინის ცნობით, ბიუჯეტს 2003 წლის პირველ ნახევარში საბაჟო დეპარტამენტიდან მისაღები 4 მილიონი ლარი დააკლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)