თავდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს თანხებს თხოვს
(თბილისი, 4 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 12,6 მილიონი ლარი გადაურიცხოს საბიუჯეტო დეფიციტის გამო.
თავდაცვის მინისტრის აპარატის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 3 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსების ნაკლებობა ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის.
“სამარცხვინოა, როდესაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მადლობელი უნდა ვიყოთ იმ თანხისთვისაც, რაც მივიღეთ”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)