აშშ დიდ ინტერესს იჩენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში
(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში. ამის თაობაზე თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მისთვის გამოგზავნილ წერილში ნათლად საუბრობს აფხაზეთის საკითხის შესახებ და მომხრეა საქართევლოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ამ საკითხის მოგავრებისა.
“ამერიკა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტიორიული მთლიანობის აღდგენას”, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სხვა საკითხებზე, რაც ბუშის მიერ გამოგზავნილ წერილშია ასახული, კერძოდ აშშ-ს პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობისა და ერაყის ომში მხარდაჭერისთვის. ბუშის წერილი ედუარდ შევარდნაძეს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა თბილისში ვიზიტის დროს გადასცა 5 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)