ეუთო-ს გენერალური მდივანი შევარდნაძეს შეხვდა

(თბილისი, 8 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იან კუბიში 7 ივლისს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

შეხვედრამდე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი კონფლიქტების მოგვარების საკითხის განხილვაა, თუმცა, მოსალოდნელია მხარეებმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების თაობაზე აშშ-ის მითითებებიც განიხილონ.

აშშ-ის რეკომენდაციების თანახმად, ცსკო-ს თავჯდომარე ეუთომ უნდა წარადგინოს.

შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ირაკლი მენაღარიშვილთან გამართა მოლაპარაკებები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)