ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 8 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს დემოკრატიული სტაბილურობის კომიტეტის ელჩების ჯგუფი 8 ივლისს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები მომავალი საპარლამენტო არჩევნების, სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროსაბჭოს დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავჯდომარესთან, საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესა და იუსტიციის მინისტრთან. 

This post is also available in: English (ინგლისური)