რუსეთი ნატოს “ავაქსის” სისტემის თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოდის

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ნატოს “ავაქსის” სისტემის სადაზვერვო თვითმფრინავების გამოჩენის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ 9 ივლისს ერთსაათიანი საცდელი ფრენა მოაწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანას ამ ტიპის თვითმფრინავის გამოყენების უფლება მხოლოდ ნატოში გაწევრიანების შემდეგ აქვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო ამგვარი გადაწყვეტილებებით სამხრეთ კავკასიაში არსებულ ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში “ავაქსის” სისტემის თვითმფრინავის გამოჩენა “რუსეთის ეროვნულ უშიშროებასაც” უქმნის საფრთხეს, რადგანაც “ავაქსის ტექნოლოგიას შეუძლია რუსეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ქვეყანაში შესვლის გარეშეც გააკონტროლოს”.

ავაქსის რადარულ თვალს 360 გრადუსიანი რადიუსის ტერიტორია შეუძლია დაზვერვოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)