უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გეგმას

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭო მხარს უჭერს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას – კერძოდ, გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედებას.

უსიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული შემადგენლობა ესწრებოდა, გადაწყდა, რომ მოხდება სპეციალური დოკუმენტის შემუშავება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაერის გაეგზავნებათ.

ასევე უშიშროების საბჭომ განიხილა რომის კონვენციასთან მიერთების საკითხი, რომლის რატიფიკაციაც პარლამენტმა უნდა მოახდინოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა, რომელიც კონფლიქტის დროს აფხაზების მხრიდან ქართველებზე განხორციელებულ გენოციდს ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური)