მესაზღვრეთა ხელმძღვანელობა აშშ-ში გაემგზავრა
(თბილისი, 12 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტემენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე თავის მოადგილესთან დავით გულუასთან ერთად დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები კოლეგებთან, ასევე საუბარი შეეხება დეპარტემენტში ახლადშექმნილი სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაობას და შემდგომ განვითარებას.
დეპარტამენტში ახალი სამმართველო დაახლოებით ორი თვის წინ, აშშ-ს შესაბამისი უწყების რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა და მისი ხელმძღვანელად დავით გულუა დაინიშნა.
სამმართველოს მოვალეობებში შედის საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლის დაცვა. სამმართველოს საკუთარი დივიზია ჰყავს ფოთსა და ბათუმში.
დეპარტემენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში 18 ივლისამდე გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)