შევარდნაძის ინფორმაციით, ნავთობსადენის მშენებლობა მზარდი ტემპით მიმდინარეობს
(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა მზარდი ტემპით მიმდინარეობს. “ამ დროისათვის მხოლოდ 4 რაიონში, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობს, დასაქმებულ პირთა რაოდენობა 1 600 ადამიანს აღწევს, 11,3 მილიონი ლარი უკვე გაცემულია მოსახლეობაზე მიწის კომპენსაციის სახით. ასევე 4-4 მლნ ლარი შესულია ფოთისა და ბათუმის პორტებში, ამდენივე – რკინიგზაში”, – განაცხადა 14 ივლისს ორშაბატის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ. მისი თქმით, პროექტის განხორციელებისას დიდი ყურადღება ეთმობა დროს ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ რესურსების გამოყენებაზე, რაც საქართველოს თავად გააჩნია, მათ შორის სასმელ წყალზე, რომლის რაოდენობა 50-55 მლნ კუბურ მეტრს აღწევს და შესაძლებელია მისი ექსპორტიც მოხდეს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)