თბილისში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო
(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 17 ივლისს თბილისში, დიდ დიღომში აშშ-ის ახალი საელჩოს მშენებლობა დაიწყო.
აშშ საელჩოს ცნობით, მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 114 მილიონ დოლარს შეადგენს, 2006 წელს დასრულდება.
საელჩოს ახალ კომპლექსს სამშენებლო კომპანია “ჯეი-ეი ჯოუნსი” ააშენებს.
აშშ-ის ახალი საელჩო ამერიკის მთავრობის მიერ მსოფლიოში გამოყენებული ახალი სტანდარტების მიხედვით იქნება აშენებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)