თედო ჯაფარიძის ვიზიტი მოსკოვში
(თბილისი, 19 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის დავალებით იმყოფება.
ჯაფარიძე უკვე შეხვდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრეი კოკოშინს და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს ვიქტორ სობოლევს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და რეგიონალური უშიშროების პრობლემებზე. განიხილეს ასევე აფხაზეთის და პანკისის პრობლემატიკა, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები.
19 ივლისს თედი ჯაფარიძეს კვლავ დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)