საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი ჟენევაში აფხაზეთის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრა, რომელიც 21-22 ივლისს ჟენევაში გაიმართება, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

შეხვედრაში ქართული და აფხაზური მხარეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჟენევის შეხვედრის დროს მხარეები წარმოადგენენ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხებს განიხილავენ.

წინა შეხვედრის დროს, რომელიც თებერვალში შედგა, ჯგუფმა უსაფრთხოებისა და კონფლიქტის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების თაობაზე გასცა რეკომენდაციები.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო დოკუმენტი აფხაზეთში გაეროს წესდების მე-7 თავის ამოქმედების თაობაზე, რომელიც მშვიდობის დამყარებისას ძალის გამოყენებას ითვალისწინებს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ინტერვიუ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ჰაიდი ტალიავინთან

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)