ყოფილი მძევლები თბილისში ჩამოიყვანეს

(თბილისი, 11 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს კოდორის ხეობიდან თბილისში ვერტმფრენით ჩამოიყნავეს ტყვეობიდან გათავისუფლებული გაეროს გამკვირვებლები, რომლებიც 5 ივნისს ხეობასი პატრულირებისას გაიტაცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ მოვლენებს მიეძღვნა, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინმა მადლობა მოუხადა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც, მისი თქმით, თავიდანვე აქტიურად ჩაერთო მძევლების გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებში.

როგორც ტალიავინმა აღნიშნა, პრეზიდენტმა პირადად აცნობა მას, რომ მძევლები ძალის გამოყენების გარეშე გაათავისუფლეს, რაც ყველაზე მთავარია.

გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა ასევე მადლობა მოუხადა ყველა უწყებას, ვინც მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობდა.

მისი თქმით, კოდორის ხეობაში პატრულირება გაგრძელდება, რადგან მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, ეს ტერიტორია გაეროს დამკვირვებლების მანდატში შედის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)