ოპოზიცია გორში საპროტესტო აქციას ატარებს

(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა დემოკრატებმა გორში საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

“ოპოზიციის გაერთიანება ამ მთავრობის დასასრულის წინაპირობა უნდა იყოს”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

“საქართველო შევარდნაძის გარეშე” – ეს იყო გორში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ძირითადი ლოზუნგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)