აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკულ საკითხებში საქართველოს ეწვევა
(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკულ საკითხებში სტივენ მანი დღეს ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოდის.
ვიზიტის დროს სტივენ მანი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და ენერგოსტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ვიზიტის დროს განიხილება ენერგოსფეროში საქართველო-რესეთის კერძოდ, კი რუსულ კომპანია “გაზპრომთან” შესაძლო თანამშრომლობის საკითხი.
ამერიკულ მხარეს აინტერესებს, “გაზპრომთან” თანამშრომლობა საფრთხეს ხომ არ შეუქმნის “შაჰ-დენიზის” (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) გაზსადენის პროექტის განხორციელებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)