ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
(თბილისი, 31 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავდნენ, კვლავ ოპოზიციური ფრაქციების პროტესტით დასრულდა. ოპოზიციური ფრაქციებმა “აღორძინების” გარდა სხდომათა დარბაზი დატოვეს და 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესრო აქციის გამართვით დაიმუქრნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ სხდომაზე პარლამენტმა კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმებას, თუმცა ამის მოთხოვნით გამოდიოდნენ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები.
ოპოზიციამ ასევე არ მოიწონა სახელისუფლებო ბლოკის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი ცსკო-ს დაკომპლექტების წესის შესახებ, რომელიც “საოციალისტური” ფრაქციის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა.
პროექტი ცსკო-ს 16 კაცით დაკომპლექტებას ითავლისწინებს, მათ შორის 3-ს პრეზიდენტი წარადგენს, 2-2-ს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 7%-იან ბარიერგადალახული პარტიები, თითოს კი ადგილობრივი თვითმართველობითი ორგანოების არჩევნებში 4%-იანი ბარიერგადალახული პარტიები და ავტონომიები.
ამ პროექტს ოპოზიციურმა ფრაქციებმა მათ წინააღმდეგ მიმართული მორიგი ხრიკი უწოდეს ხელისუფელბის მხრიდან და არ დაუჭირეს მხარი ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას, რის შემდეგაც დატოვეს დარბაზი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დეპუტატებს კვლავ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს კონსესუსის მიღწევა და არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)