საქართველო ხელს მოაწერს “გაზპრომ”-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას
(თბილისი, 29 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 28 მაისს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და რუსული ღია სააქციო საზოგადოება “გაზპრომ”-ის გამგეობის თავმჯდომარის ალექსეი მილერის შეხვერდაზე მიღწეული იქნა შეთანხმება გაზის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ხელმოწერის თაობაზე.
“გაზპრომ”-ის პრესსამსახურის ცნობით, ამ დოკუმენტში დეტალურად აისახება თანამშრომლობის ძირითადი მიმარტულებები და პრინციპები, რომელზეც ეს თანამშრომლობა აიგება.
შევარდნაძისა და მილერის შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ უპირველეს ყოვლისა საუბარი შეეხება თანამშრომლობას გაზის ტრანსპორტირების სფეროში, საქართველოსთვის რუსეტიდან გაზის მიწოდებას და საქართველოს შიდა ბაზარზე გაზის რეალიზახიის ერთობლივ პროექტებს.
მხარეებმა რწმენა გამოთქვეს, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც უახლოეს დროში მოხდება, საფუძველს ჩაუყრის ურთიერთმომგებიან და ხანგრძლივ ურთიერთობებს.
გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ.
მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში “გაზპორმის” ცენტრალურ ოფისში შედგა რუსული კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესა და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალურ დირექტორს ალექსი გოცირიძესთან, რომლებზეც საქართველოსა და “გაზპრომის” თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)