საერთაშორისო კონფერენცია თბილისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 22 მაისს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე “საქართველოს-რუსეთის თანამშრომლობის პერსპექტივები ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში”.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაცოების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან.

კონფერენციაზე განიხილება საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ფორუმი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დაფინინასებით ტარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)