დემოკრატები მთავრობისგან აფხაზეთზე ინფორმაციის წარმოდგენას მოითხოვენ
(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტში მთავრობის მისვლას და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის დეპუტატებისთვის გაცნობას.
“აფხაზეთი მხოლოდ ერთი კაცის გადასაწყვეტი საკითხი არ არის, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ვითხოვ პარლამენტს აცნობონ ის ღია საკითხები, რაც აფხაზეთის კონფლიქტის მოგავრებას უკავშირდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება რკინიგზის და საჰაერო ფრენის აღდგენის თავლსაზრისით”, – განაცხადა ბარამიძემ.
სხდომის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამ მოსაზრებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ მართლაც პარლამენტის წინაშე მთავრობამ აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)