აჭარა ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვაზე უარს აცხადებს
(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვაზე უარს აცხადებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონისთვის კუთვნილი თანხების არგადარიცხვას ასახლებს და აცხადებს, რომ აჭარას არ მიუღია ტრანსფერის სახით კუთვნილი 180 მლნ ლარამდე თანხა.
ამ საკითხის განსახილველად აჭარაში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც იმყოფებოდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჯორბენაძის განცხადებით, მოლაპარაკებები აჭარის ხელისუფლებასთან კიდევ გაგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)