დავით მირცხულავა მოსკოვში ჩავიდა

(თბილისი, 17 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა რუს კოლეგებთან მოლაპარაკებას მოსკოვში გააგრძელებს, სადაც დღეს ჩავიდა. 16 მაისს თბილისში რუსეთის სათბობ-ენბერგენტიკის მინისტრის მოადგილე ანატოლი იანოვსკი იმყოფებოდა და საქართვლოს პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-რუსეთს შორის ენერგეტიკის დარგში მომავალი თანამშრომლობის საკითხი.

რუსულმა მხარემ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ვარდნილჰესის და ენგურჰესის რეაბილიტაციაში, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაშიც.

ამ საკითხების დეტალურად განხლვის მიზნით დავით მირცხულავა პირადად შეხვდება რუსეთის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)